გრიგორი ტერ-გევონდიანცი

1841-1922

გ. ტერ-გევონდიანცი თფილისში 1854 წ.ჩამოვიდა განჯიდან. ყმაწვილი დაუმეგობრდა მომავალ მწერალს პერჩ პროშიანს და მათ ერთად დაიწყეს ფოტოსაქმის შესწავლა.

1875 წ. გ. ტერ-გევონდიანცმა გახსნა ფოტოატელიე მიხაილოვის ხიდთან, სადაც იმუშავა სიცოცხლის ბოლომდე. იგი ინარჩუნებდა კავშირს სომხურ კულტურულ წრეებთან და იღებდა თითქმის ყველა ლიტერატურის, ხელოვნების და მეცნიერების წარმომადგენლებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ჩამოდიოდნენ თფილისში. მრავალ მათგანთან მას აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა.

გ. ტერ-გევონდიანცი იყო ცნობილი კომპოზიტორის ანუშევან ტერ-გევონდიანცის მამა მისმა ქალიშვილმა დამსახურებულმა ექიმმა მარიამ ტერ-გევონდიანცმა გადმოგვცა თავისი მამის შემორჩენილი ფოტონამუშევრები.

გიორგი გერსამია


ფოტოგრაფიის ოსტატები

ქართული | ინგლისური


 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია