ალექსანდრე სააკოვი

ა. სააკოვი დაიბადა 1941წ. თბილისში. ფოტოგრაფიას ხელი მოკიდა 1965წ. მუშაობდა გაზეთებში “ახალგაზრდა კომუნისტი”, “მოლოდიოჟ გრუზიი”, “კომუნისტი”, აპნ-ის და ტასს-ის საქართველოს განყოფილებებში. თანამშრომლობდა გაზეთებში ”პრავდა”, “კომსომოლსკაია პრავდა”, “სოვიეტსკი სპორტი”, “სოვეტსკაია კულტურა”,“არგუმენტი ი ფაქტი”, ჟურნალებში “სოვეტსკი სოიუზ”, “ოგონიოკი”, “ჟურნალისტი”, “სოვეტსკოე ფოტო”. იბეჭდება თითქმის ყველა პროფესიულ ფოტოგრაფიულ ჟურნალებში “სოვიეტ ლაიფ”-ი, “კვიკ”-ი, “პარი-მატჩ”-ი. არის მონაწილე და პრიზიორი 120 რესპუბლიკური, სრულიად საკავშირო და საერთაშორისო ფოტოგამოფენებისა და ფოტოკონკურსებისა. არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე,საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი.


ფოტო გალერეა

ქართული | ინგლისური


 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია