ედუარდ კლარი

1861-1922

ე. კლარი პოლტავაში დაიბადა. მისი მამა, გარუსებული გერმანელი, იყო მზა ტანსაცმლის მაღაზიის პატრონი. ახალგაზრდა კლარი გადმოსახლდა თფილისში 1893 წ. და არენდით აიღო ცნობილი ფოტოგრაფის ვ. ბარკანოვის ყოფილი ატელიე. შემდგომში გახსნა საკუთარი ფოტოგრაფია ქალაქის ცენტრში გოლოვინის პროსპექტზე, გახდა სახაზინი (ოპერის) თეატრის ფოტოგრაფი. ადგილობრივი და ჩამოსული მსახიობები მხოლოდ მის ატელიეში იღებდნენ სურათებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ გემოვნებით და სინატიფით. პირველ კავკასიურ ფოტოგამოფენაზე 1897 წ. ე. კლარმა ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო საიუბილეო კავკასიურ გამოფენაზე 1901 წ. მას მიენიჭა ოქროს მედალი. ოტოგრაფი იღებდა ხატვის გაკვეთილებს ცნობილი მხატვრის გიგო გაბაშვილის სახელოსნოში, კარგად უკრავდა ვიოლინოზე.

1916 წ. ე. კლარმა ქართველ ხელოვანთა საზოგადოების ხელმძღვანელობის ინიციატივით გადაიღო მხატვარ ნიკო ფიროსმანაშვილის ერთადერთი ფოტოპორტრეტი.

გიორგი გერსამია


ფოტოგრაფიის ოსტატები

ქართული | ინგლისური


 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია