დავით გუჯაბიძე

1978 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
1986 წ. წარჩინებით დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი, ლევან პაატაშვილის კინოსაოპერატორო სახელოსნო.
1993–2000 წ.წ. იმუშავა დამდგმელ ოპერატორად მხატვრულ ფილმებზე (“ჭერი”- რეჟისორი რ. ესაძე, “ნუცას სკოლა”- რეჟისორი მ. კოკოჩაშვილი და სხ.).
1993 წ. კითხულობს ლექციებს თეატრალურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თბილისის კულტურის ინსტიტუტში.

იგი არის ავტორი შემდეგი პერსონალური გამოფენებისა:
1999 წ., მაისი – “ყოფიერების 50 მოკლე ფრაგმენტი”- კინოს სახლი;
2000 წ., აპრილი – “ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობ” – ხელოვნების მუშაკთა სახლი;
2000წ., ივნისი – “კედლები” – თეატრალური სარდაფი;
2000 წ.,ოქტომბერი – “ჩანახატები ნატურიდან” – კულტურის ინსტიტუტი.


ფოტო გალერეა

ქართული | ინგლისური


 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია