დაგეროტიპები საქართველოში

1839 წელს ცნობილი გახდა ფრანგი მხატვტის ლუი დაგერის გამოგონება, რომელიც გამოსახულების მიღების საშუალებას იძლეოდა ვერცხლის ფირფიტაზე კამერა – ობსკურაში ერთადერთი ეგზემპლიარის სახით. დაგეროტიპები გამოირჩეოდნენ მაღალი ხარისხით და დიდი როლი ითამაშეს ფოტოგრაფიის პოპულარიზაციისთვის. სამწუხაროდ დაგეროტიპული გამოსახულება არ იყო გამძლე, რის გამოც მხოლოდ მცირე რაოდენობამ მოაღწია დღემდე.

საქართველოში დაგეროტიპების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია. მათზე გამოსახული პირების, ისევე როგორც მათი ავტორების ვინაობა უცნობია.

გაზეთი “კავკაზი” 1846 წ. ახსენებს უცხოელ ვერნერს, რომელიც იღებს პორტრეტებს ერთ წუთში, ასევე გ. გაუპტს და ა. ალექსანდროვსკის, რომლებიც იღებენ პორტრეტებს სრულყოფილად.


მთავარი მენიუ

ქართული | ინგლისური


 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია