არქიტექტურული ფოტოგრაფიები

1850-1914

...ფეოდალური ეპოქის თბილისმა შემოგვინახა მხოლოდ ძველი უბნების დაგეგმარება, ციტადელის ნანგრევები, ქალაქის გალავნის რამდენიმე ფრაგმენტი და ეკლესიები, რომლებიც ახლაც არსებით როლს თამაშობს ძველი ქალაქის განუმეორებელი სილუეტის შექმნაში...

...XIX საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიას შეუერთდა, თბილისის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. ცვლილება შეეხო ცხოვრების ყველა მხარეს-პოლიტიკურს, სოციალურს, ეკონომიკურს, კულტურულს. ფეოდალური ქალაქი თანდათან კაპიტალისტურ და “ჩინოვნიკურ” ქალაქად გადაიქცა (რადგანაც თბილისი ამიერკავკასიის უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ცენტრი იყო), ხოლო აღმოსავლური, “აზიური” ქალაქი ევროპულ ხასიათს ღებულობდა. თბილისი ძალიან გაიზარდა, შეიქმნა ახალი უბნები, ის საცხოვრებელი სახლები, რომლებიც შუა საუკუნეების შემოსევებს გადაურჩა, შეიცვალა ახლებური სახლებით. არქიტექტურის გაევროპულება დაკავშირებული იყო თვით მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებთან. თბილისში არსდება სამრეწველო ობიექტები, ბანკები, იხსნება დიდი მაღაზიები , ეწყობა სამრეწველო გამოფენები.

განსაკუთრებით გამოცოცხლდა საზოგადოებრივი ცხოვრება, თბილისში თავს იყრიან ეროვნული კულტურული ძალები, არსდება ახალი ჟურნალ-გაზეთები, სამეცნიერო დაწესებულებები, სამხატვრო საზოგადოებები, აღორძინებას იწყებს ეროვნული თეატრი, ეწყობა მხატვართა გამოფენები. თბილისი დიდი კულტურული ცენტრი ხდება.

აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე.
თ. გერსამიას “ძველი თბილისის” წინასიტყვაობიდან.

დიმიტრი ერმაკოვის ნამუშევრების ნეგატივები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.


მთავარი მენიუ

ქართული | ინგლისური


 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია